Saturday, March 22, 2014

მეცხრე დრის რეფლექსია.

ძალიან  სასიამოვნო, დატვირთული, საინტერესო და მრავლისმომცველი ტრენინგი იყო მომხიბვლელი და საინტერესოდ მოსაუბრე  ტრენერით.მადლობა ქალბატონო  შორენა. რომ  არა  თქვენი ძალისხმევა  ასეთ  რთულ  საქმეს  ალბათ  თავს   ვერ  გავართმევდი. ძალიან კმაყოფილი  ვარ   ჩემი  შრომით.  თქვენ  ჩემი  თვითშეფასება აამაღლეთ,საკუთარ  შესაძლებლობებში დამარწმუნეთ  და  შედეგიც სახეზეა.

პორთფოლიო
https://drive.google.com/folderview?id=0B9WQC1U9X9cGZEFLZVNSS1puclU&usp=sharing


მადლობა.

Sunday, March 16, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  ვისწავლე  ბლოგზე  სრულყოფილი მუშაობა. გამოვაქვეყნე  ჩემი  პროექტის  დამხმარეკითხვები, რაც  დამეხმარება  ჩემიპროექტის  სრულყოფაში.
პროექტის გეგმა

Saturday, March 15, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს   ვიმუშავეთ  მეექვსე  მოდულზე. განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლების დროს  თუ  როგორ  დავეხმაროთ მოსწავლეებს  და  მივაწოდოთ  მათ  საჭირო  სტრატეგიები  თავიანთი ცოდნის და უნარის გამოსავლენად. საინტერესოა,მაგრამ დავიღალე, ბოდიში  ქალბატონო  შორენა,რომ  დღეს ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობის მინიმუმიც კი.
ძალიან მინდა  ბლოგზე  მუშაობა  ვისწავლო სრულყოფილად. 

Sunday, March 9, 2014

მეექვსე დრის რეფლექსია

დღეს   გავეცანი  თუ  როგორ შეიძლება   გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები  21-ე საუკუნის მაღალი სააზროვნო  უნარების  განვითარებისათვის. დავგეგმე  მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევრების შეფასების  რუბრიკები.
ძალიან  შრომატევადი იყო დღევანდელი დღე.
მადლობთ. 

Saturday, March 8, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღითიდღე  უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი. დღეს ჩვენ  გავერკვიეთ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის  ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება.
დავწყვილდით  და გავუზიარეთ ერთმანეთს  პრეზენტაცია და გავაკეთეთ  კომენტარები.
დავგეგმეთ  და შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის  სასწავლო ნიმუშები.

დღეს   8  მარტია,  ვულოცავ  ყველა  ქართველ  ქალს, დედას.
დედებს დაგილოცავთ და  დედობას  დაგილოცავთ   ჩემო   კარგებო!

Sunday, March 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს  ტრენინგზე   გავაკეთეთ   დროში  გაწერილი   შეფასების   სქემა  და   სასწავლო  პროექტის  პრეზენტაცია.საინტერესო და  სახალისო იყო.  მოლოდინი დიდი მაქვს, იმედია  ყველაფერი   კარგად  იქნება.


Saturday, March 1, 2014

3 დღის რეფლექსია

დღეს  გაზაფხულის  პირველი დღეა. ყველას  ვულოცავ  ამ დღეს.  ტრენინგი  საკმაოდ  საინტერესო   იყო. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და  ესგ-ს სტანდარტებთან შესაბამისობა. განვიხილეთ  და ჩამოვაყალიბეთ პროექტზე მუშაობისათვის  საჭირო  ზოგადი და  თემატური  კითხვები. კომპიუტერის  კლავიატურა ძალიან  დაზიანებულია, ამიტომ წერას თავს  ვანებებ. მადლობთ ქ-ნო   შორენა.

ეს ჩემი  საპროექტო  ბუკლეტია

პროექტზე სამუშაო კითხვები
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ  ადგილს?
როგორ  იწვევს  კონფლიქტი ცვლილებებს?
არსებობს თუ  არა პიროვნების   თავისუფლება?
თემატური კითხვები

რატომ  მიდიან   ადამიანები  უცხო  ქვეყანაში?
რამდენად   განსხვავებულია   ახლა  ჩვენი ცხოვრება  ლონფლიქტის გამო?
ნამდვილად იცავს ჩვენს  უფლებებს   კონსტიტუცია?
შინაარსობრივი კითხვები
კონსტიტუციის  რომელი  მუხლი  არეგულირებს ადამიანის უფლებების დაცვას?
როგორი იყო _________   ომის   მიზეზები და შედეგები?